თელავში ხვალ ერეკლეობა გაიმართება, თუმცა მზადება ერთი დღით ადრე უკვე დაიწყო. დილიდან ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პავილიონების მოწყობა მიმდინარეობს. ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ შემეცნებით და გასართობ აქტივობებს პირდებიან.
ხვალ დილიდან მეფის კარის ეკლესიაში წირვა ჩატარდება. თელავის სახელნწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „მეფე ერეკლეს ეპოქა”. თელავის ისტორიული მუზეუმი კი გამოფენას „ერეკლე მეორე საქართველოს უკანასკნელი ლომი” და ორენოვანი კატალოგის „ერეკლე მეორის პრეზენტაციას უმასპინძლებს.
ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები. დღის ბოლოს გამოავლენენ საპატიო თელაველებს, ხოლო სტუმრების საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან მოწვეული მომღერლები.
კომენტარები