2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა „ქრონიკა“-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ შეაფასა.
„მე მაშინაც და დღესაც ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა, იყო დანაშაული რა თქმა უნდა და იყო ძალის გადამეტება. ეს იყო ის, რაც არ უნდა მომხდარიყო და ამის პასუხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 2012 წელს, როდესაც მან წააგო არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდა აბსოლუტურად სხვა ძალა“, – განაცხადა წითლიძემ.
კომენტარები