საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ყოფილი კოლეგის, ბესარიონ ალავიძის განცხადებას გამოეხმაურა. გვრიტიშვილი ამბობს, რომ ალავიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მიზანი საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაა.
„ცალსახად აცხადებდა ალავიძე, რომ არც მანამდე, არც „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვამდე და არც შემდგომ პერიოდში მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. გამოდის, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის მიუცია ცრუ ჩვენება, სამართალდამცავი ორგანო ცრუ მიმართულებით გაუშვია და გუშინ უტიფრად აცხადებდა, თურმე არავითარი შედეგი ამ საქმესთან დაკავშირებით არ დგას. არსებობს გარიგება მასა და ენჯეო სექტორს შორის, რომ მსგავსი სიბინძურეების სანაცვლოდ მას გარანტირებული ექნება პოლიტიკური თავშესაფარი რომელიმე უცხო სახელმწიფოში, დიდი ალბათობით აშშ-ში“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.