ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება გრძელდება. გზის საფარი სრულად რეაბილიტირდა ზღვისუბნის IV მიკრორაიონის N7 კორპუსის მიმდებარედ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება დღეს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 250 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
პროექტის შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში 55 000 ლარი გამოყო.
კომენტარები