საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.
”თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 39 წლისთავს. ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, თავისუფლებისაკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი თქვენი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. შინაგანი სრულქმნისა თუ ქვეყნის განვითარების გზაზე უზენაესი ფასეულობებისადმი ერთგულების, თანამოძმეთა სიყვარულისა და თავდადებული მსახურების გამო მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ არა მხოლოდ მრევლის, არამედ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის. გისურვებთ დღეგრძელობასა და უშრეტ ენერგიას ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.
კომენტარები