საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ თანამოქალაქეებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
“ძვირფასო მეგობრებო,
გულითადად გილოცავთ ხანუქას – გამარჯვების, კურთხევის, განწმენდის, მარადიული განახლების დიდ დღესასწაულს.
ქართველებმა და ებრაელებმა კარგად ვიცით ძმობისა და თანამშრომლობის ფასი. ჩვენი ათასწლოვანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
ვუერთდები თქვენ სიხარულს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
კომენტარები