პოზიციები შეჯერებულია ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების თაობაზე. ჩვენ უკვე შევარჩიეთ რამდენიმე კომპანია, რომელთანაც ჩვენ უკვე გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთ ვერსიად ვიყენებთ „ბლოკჩეინის“ პლატფორმას. იმისათვის, რომ ხმის მიცემის პროცესი და მონიტორინგი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე დაცული ამ თვალსაზრისით. რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ის აზრიც გამოთქვა, რომ ჩატარებულიყო წინა თავმჯდომარის არჩევის პრინციპით, ფეისბუქით. აღნიშნულმა აზრმაც გაიჟღერა. შესაბამისად ვაპირებთ, რომ პოლიტსაბჭოზე ორივე საკითხი გავიტანოთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
კომენტარები
