აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში სროლისას 10 ადამიანია დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ვარაუდობენ, თავდამსხმელი სუპერმარკეტის მენეჯერი იყო. მან კლიენტებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ინციდენტი ვირჯინიის ქალაქ ჩესაპიკში მოხდა. სროლის შედეგად არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.
კომენტარები