გოგა ხაინდრავა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება კინორეჟისორმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ელჩმა კ.დეგნანმა ნ.ლომჯარიაზე – ქართველი ხალხისთვის ნამდვილი ჩემპიონიაო. მგონი ნონა გაფრინდაშვილისთვის უნდოდა მილოცვა და ლომჯარიაში აერია. ქალბატონი ნონაა ქართველი ხალხისთვის ნამდვილი ჩემპიონი, ქალბატონო ელჩო. ლომჯარია თქვენთვის თუ არის“, – წერს ხაინდრავა
კომენტარები