შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს გამოეხმაურა. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ეს არის შეკვეთილი სტატიები, იმისთვის რომ ეს საქმე გასცდეს სამართლებრივ და სამედიცინო ჩარჩოებს და გახდეს პოლიტიკური საკითხი. სამართლებრივი კუთხითაც, არ მგონია საერთოდ რაიმე საკითხი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვს მას ორ საქმეზე მისჯილი სასჯელი, რომელიც მისჯილი აქვს. სტრასბურგის სასამართლომაც ზუსტად იგივე თქვა, რაც საქართველოს სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე. ასე რომ, ახლა მთავარია ყველა დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარები