ადვოკატი ამბობს, რომ სიგარეტის შეზღუდვა ადამიანისთვის, რომელიც იმყოფება საავადმყოფოში და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ეს ყოფილა წამება. ეს არის ლოგიკა და ამ ლოგიკით ცდილობენ ფონს გასვლას, როდესაც ამბობენ, რომ სიგარეტის შეზღუდვა ავადმყოფი ადამიანისთვის საავადმყოფოში ყოფილა წამება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და იღებს დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. მას შეეზღუდა ელექტროსიგარეტზე წვდომა იმიტომ, რომ მოიხმარდა ძალიან დიდი ოდენობით. ადვოკატი ამბობს, რომ სიგარეტის შეზღუდვა ადამიანისთვის, რომელიც იმყოფება საავადმყოფოში და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ეს ყოფილა წამება. ეს არის ლოგიკა და ამ ლოგიკით ცდილობენ ფონს გასვლას, როდესაც ამბობენ, რომ სიგარეტის შეზღუდვა ავადმყოფი ადამიანისთვის საავადმყოფოში ყოფილა წამება. როგორც სიგარეტის შეზღუდვა შეიძლება იყოს წამება, ისევე შეესაბამება სიმართლეს მთლიანი სურათი, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ. რაც შეეხება სხვადასხვა განცხადებას, მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით. ვრცელდება ცალმხრივი და არაობიექტური ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და მხოლოდ შერჩევითად არის ეს „მტკიცებულებები“ ამოღებული. თუ ვინმე თვლის, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს, მაშინ კეთილი უნდა ინებონ და გაავრცელონ მთელი ინფორმაცია, მაგრამ ამას არ იზამენ, იმიტომ, რომ მათ ეს არ აწყობთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მის მომხრეებს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი დაანებონ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.