ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ ჩვეულებრივი ტერორია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის კადრებთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ტერორს ახლაც აგრძელებს.
„საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ, იქ ქალბატონების და პერსონალის უფლებები არ ირღვევა? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, ჩვეულებრივი ტერორია. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ტერორს. სხვა რომ ანალოგიურად მოიქცეს, ადამიანის უფლებების დამცველები მოითხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.