საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ალბანეთის, მონტენეგროსა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ესტუმრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.
კომენტარები