თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მიხარია, რომ ეს უმძიმესი წელი ჩათავდა. მძიმე წელი იყო, როგორც გლობალურად, ისე პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის.
დღეს კახიმ მთავრობის სხდომა ილიას გახსენებით დაასრულა: “ილიას დაზარალებულები, ილიას უსახლკაროები, ილიას მარტხოხელა მოხუცები, ილიას ბაგა-ბაღები – ასე მოვიხსენიებდით გუნდში მის საკურატორო თემებს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის გადაჭრილი ყოველი საკითხი, მოგვარებული პრობლემა ნამდვილი ზეიმი იყო მისთვის”.
მართლა ასე იყო, ილია ასოცირდებოდა ყველაზე მგრძნობიარე, პრობლემურ თემებთან და მხოლოდ მას შეეძლო, აგრესიულად განწყობილი ადამიანიც კი მეგობრად ექცია. იკო მადლობა ყველაფრისთვის!”
კომენტარები