კალორიულია, არაა კალორიული, ადამიანი ვერ ჭამს იმის გამო, რომ მოწამლულია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანიამ კომენტარი გააკეთა ნინო ნადირაძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ამბობს: „მიხეილ სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ. ექიმი ითხოვს, ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“.
როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ აღნიშნა, „მოწამვლა არ აძლევს საშუალებას, მიიღოს ის საკვები, რომელიც სჭირდება ნორმალურ ადამიანს, სამწუხაროდ“.
ამასთან, მისივე თქმით, ნინო ნადირაძის გამოსვლაში იყო ერთი საინტერესო მომენტი.
„ადამიანი ამბობს, რომ წონის კლება თუ გაგრძელდაო, შეუქცევადი პროცესია და ეს ნიშნავს, რომ ეს არის გზა სიკვდილისკენ. ვეთანხმები, ასეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.