ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად.
„კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო- ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად”,- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
Good opportunity to discuss key issues on 🇪🇺🇬🇪 agenda w/ @GharibashviliGe
Ready to continue working w/ Georgia to make progress on 12 steps in Commission Opinion of June 2022
And make the most of the Economic Investment Plan especially to develop Black Sea connectivity projects pic.twitter.com/g4E6sU3RzZ
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 18, 2023