რატი ბრეგაძე საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილიება ასახავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ძალიან მძიმე ფურცელს, რომლის ტვირთიც თითოეულმა ჩვენგანმა ერთად უნდა ვზიდოთ. სამწუხაროდ, ეს დანაშაული ჩაიდინეს იმჟამად სახელმწიფოს სახელით მოქმედმა ბოროტმოქმედებმა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მან საქმის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური დანაშაულებრივი რეჟიმის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო უწევს კომპენსაციის გადახდა და იმის აღიარება, რომ ამ სახელმწიფოში იყო ასეთი პრაქტიკა ციხის ტერიტორიაზე.
კომენტარები
