დაპირისპირება გრძელდება საქართველოს პარლამენტთან. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს. ისინი სამართალდამცველების მისამართით ქვებს ისვრიან.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ჯებირების მოხსნას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
კომენტარები