შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების გადამზადების მეორე ეტაპი სვანეთის რეგიონში ჩაუტარდათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამთო-სამაშველო წვრთნები პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორხიელდა.
„მეხანძრე-მაშველებმა ერთი კვირის განმავლობაში, მაღალ მთაში, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სამაშველო კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამაშველო ოპერაციების საკითხებზე ბორჯომსა და ყაზბეგშიც გადაამზადებენ.
პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, პოლონელმა ინსტრუქტორებმა პირველ ეტაპზე 28 მეხანძრე-მაშველი უკვე გადაამზადეს. სწავლება ორგანიზაცია – „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ. პროექტი სამწლიანია და მიზნად საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.