საჭიროა მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთადამიანებს და არ გავცემთ ამ კონკრეტულ ოთხ ადამიანზე ვიზას, ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან მიზეზი რა არის, რატომ? როდესაც საუბარია პარტნიორობაზე, მეგობრობაზე, ამას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ცალმხრივი ვერ იქნება.
ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მზად ვართ, მომავალშიც გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, უფრო საინტერესო იყოს, თუმცა როდესაც ვისმენთ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომელსაც არა აქვს არანაირი არგუმენტაცია, არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.