„მისტერ ოფშორი“, იგივე დავით კეზერაშვილი – ასე გააცნო დასავლურ საზოგადოებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა, სიმონა ვეინგლასმა, როცა ფართო აუდიტორიას ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის შესახებ უამბო.
ამ ფილმში აღწერილი ისტორია, სინამდვილეში ქართული საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, უბრალოდ BBC-ის გამოძიების მიხედვით, ახლა უკვე ქვეყნის მიღმაც მისწვდათ ხმები, რომ ევროპული ღირებულებების სახელით პოზიციონირებული დავით კეზერაშვილი ევროპული საქმით დაკავებული სულაც არ არის.
სიმონა ვეინგლასი ვარაუდს გამოთქვამს, რომ მისტერ ოფშორმა ბიზნეს-ამბიცია ამჯერად სავარაუდოდ პენსიონერების პენსიების მითვისებით დაიკმაყოფილა. კეზერაშვილი ყველაფერს უარყოფს, ისევე როგორც უარყოფს ქართული ჯარის ძარცვის ბრალდებას, წლების განმავლობაში ქართული ბიზნესის რეკეტს, ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვან მმართველობასა და თავმჯდომარის არჩევნებში ჩარევას.
ყველაზე ავტორიტეტული მედიის მიერ მომზადებული ფილმი არაერთ საინტერესო დეტალს შეიცავს. „ქრონიკამ“ რამდენიმე ეპიზოდზე შეაჩერა ყურადღება.
მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.