რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება.
„ახალი რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ ყველა საპარლამენტო რესურსს გამოვიყენებთ – იქნება პარლამენტში თუ დელეგაციებში მუშაობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კომენტარები