ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების ხმების ხელახლა დათვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ხმების დათვლის პროცესი ამ წუთებში იწყება. ხმების დათვლა აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე უკვე მესამედ ხდება. პარალელურად სხდომის დარბაზში ადგილი აქვს პარტიების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას.
ხმების ხელახალი დათვლის გადაწყვეტილება კომისიამ გუშინდელი დაპირისპირების გამო მიიღო.
კომენტარები