სანამ მათ თავიანთ ფუნქციად ციხის შიგნიდან გატეხა მიაჩნიათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათი ლიდერი ვინ იქნება. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ოპოზიციის ლიდერის შეცვლამ იმოქმედოს, ეს არის ის, რამდენად სწრაფად გატყდება ციხე შიგნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„მეორე მხრივ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელია მართავს თუ ლევან ხაბეიშვილი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პარტიის რეალური მმართველი მიხეილ სააკაშვილია. მანამ, სანამ მას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად აღიქვამენ, მისი დანაშაულები მთელს პარტიაზე ვრცელდება და პასუხისმგებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე თავისი დანაშაულების გამო აქვს, მათ პასუხისმგებლობადაც იქცევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.