კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 80 წლის კაცმა ცოლი სანადირო თოფით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის მოტივი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები