ტელეკომპანია „იმედის“ „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, შეზღუდვის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
„იმედის“ ფეისბუქის გვერდზე ადმინისტრატორებს პოსტის გამოქვეყნების ფუნქცია 3 ივლისიდან ჰქონდათ შეზღუდული. ერთი კვირის გასვლის შემდეგაც „იმედს“ ამ დრომდე კომპანია „Meta“-სგან არ მიუღია პასუხი, თუ რამ გამოიწვია გვერდის მუშაობის შეფერხება.
ტელეკომპანია „იმედმა“ „მეტას“ გარდა მიმართა ყველა შესაბამის საგამოძიებო უწყებას საქართველოში, რადგან ეს არ არის ტელეკომპანიის ონლაინ რესურსებზე კიბერთავდასხმის პირველი შემთხვევა.
„იმედის“ „ფეისბუქის“ ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე. გარდა ამისა, ახალ ამბებს კვლავ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებ-გვერდებზე – „იმედი.ჯი”, „იმედინიუს.ჯი“ და „იმედის“ იუთუბ არხზე.
კომენტარები