ჩვენ გვჯერა, რომ ვინც მედიას არბევს, ვერ უხელმძღვანელებს თავისუფალ მედიას და ვერც თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდება, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და ცალკეული ევროპარლამენტარების შეხვედრა.
„ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა „ნიკა გვარამიებთან“, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქართველი საზოგადოებისთვის თვალებში ნაცარი შეეყარათ. ჩვენი წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალი ადამიანების წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე სულ სხვა არის და ჩვენ გვჯერა, რომ ვინც მედიას არბევს, ვერ უხელმძღვანელებს თავისუფალ მედიას და ვერც თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდება“, – აცხადებს თალაკვაძე.
კომენტარები