ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ანა მარგველაშვილს პასუხობს.
“მოკლედ, როგორც იქნა დაწყნარდა პრეზიდენტის შვილი. ორი დღეა ილანძღება, არაპროფესიონალი ჟურნალისტები გვყავს ქვეყანაში და მივხედოთ ამ ამბავსო…
საერთოდ არ მაინტერესებს რას იტყვის ანა მარგველაშვილი ჩემზე, როგორც ჟურნალისტზე და არც იმაში ვხედავ პრობლემას მაღალი სტანდარტი თუ არ იყო დაცული იმ სტატიაში, შეცდომა იყო და გამოსწორდა კიდეც.
ეს რაც შეეხება სტატიას.
ახლა კი მივმართავ პრეზიდენტს და მის ქალიშვილს: ქვეყანაში სადაც ექიმები მკვდარს და ცოცხალს ვერ არჩვენ, ქვეყანაში, სადაც ზოოპარკის დირექტორს ლომები არ ყავს დავთლილი და ქვეყანაში სადაც ვაი მეცნიერებმა მხარი დაუჭირეს საყდრისის აფეთქებას, რომელიც უნდა გამოეკვლიათ და თაობები აღეზარდათ… ერთი თავგაჩეხილი კაცის ისტორიამ გააკვირვა ამ ქვეყნის პრეზიდენტის შვილი?!
ისე ცნობისთვის იმ უბედურმა ბიჭმა რაც ჩემთან თქვა ინტერვიუში, იგივე აქვს წინასწარ გამოძიებაში და სახალხო დამცველთან ნათქვამი. ასე რომ მე არ გამომიგონია ისტორია და თუ უნდა მობრძანდეს ანა მარგველაშვილი და ჩანაწერს მოუსმინოს.. აქვე ვიტყვი, რომ კარგია პრეზიდენტის ქალიშვილმა ამ ქვეყანაში რაღაც პრობლემა მაინც თუ დაინახა, თუნდაც ჟურნალისტებში და მოხარული ვარ, თუ ჩემი სტატია გახდა მისთვის მოტივაცია და იმედია ამიერიდან ქვეყანაში არსებულ სხვა გაცილებით მიშვნელოვან ისეთ საკითხებზეც გამოხატავს ღიად აღშფოთებას, რომელიც პირადად მას არ უქმნის დისკომფორტს.”
შეგახსენებთ, რომ “პრაიმ-ტაიმის” ორშაბათის ნომერში ირაკლი მამალაძის ავტორობით სკანდალური სტატია დაიწერა, რომელშიც ანა მარგველაშვილის დაცვის წევრზე იყო საუბარი.