რას ჰქვია ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს და დამთავრდა უკვე, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხებოდა.
„არ ვარ საქმის კურსში, არ ვიცი რა დოკუმენტზეა საუბარი“, – განაცხადა ალასანიამ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
კომენტარები