პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ თავის პირველ კომენტარს ნანობს.
„მაღალი თანამდებობის პირები ვალდებული არიან უფრო მკაფიოდ და დაუფიქრდნენ ხოლმე თავიანთ სიტყვებს. მე პირველად, რაც ამ თანამდებობაზე ვარ პირველად განმვიცდი სინანულის გრძნობას იმ სიტყვების გამო, რაც მე ვთქვი, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულწილად გული ვატკინე ჭირისუფლებს და გიგა ოთხოიზორიას ოჯახის წევრებს. მე ვაპირებ ჩავიდე დაკრძალვაზე და პატივი მივაგო გიგა ოთხოზორიას ხსოვნას“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.
კომენტარები