ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად სასტუმროს არცერთი თანამშრომელი დაშავებულა, თუმცა სასტუმროს სტუმრები და მომსახურე პერსონალი ტერიტორიას ჯერჯერობით ვერ ტოვებს.
ორი ვერტმფრენი გაემგზავრა სტიქიის ეპიცენტრში. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
კომენტარები