მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განუცხადა.
”ამ დილით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წვრთნებმა, რომელიც ჩატარდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად გაუმჯობესდა ამ ორი ქვეყნის მოსამსახურეთა თავსებადობა. ეს არის ნამდვილი მახასიათებელი იმისა, თუ რამდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა იან კელიმ.
კომენტარები