პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტი თავის საგარეო აქტივობებს კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს.
მისივე თქმით, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება სჭირდება.
„როდესაც სახეზეა კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეო აქტივობების შეთანხმებას, რაც ამ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან არ ყოფილა მიცემული, ბუნებრივია ამას სჭირდება სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება. ჩვენ ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება და იმპიჩმენტის ინიცირებას ჩვენი ყველა თანაგუნდელის ხელმოწერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები