რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე მიტანილ იერიშს ოთხი პირი ემსხვერპლა, დაშავდა რვა ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, სამი ადამიანი ემსხვერპლა საჰაერო იერიშებს სლავიანსკში.
თავდასხმის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა და კიდევ ერთი დაშავდა მალოტარანოვკაში, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა კრამატორსკში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში 162 დრონით მიიტანეს. თავდასხმებისას აფეთქებები 13 ადგილზე დაფიქსირდა, ხოლო ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები შვიდ ლოკაციაზე ჩამოცვივდა.
კომენტარები
