ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას საფასურის გადახდა მოუწევს, თუ რუსეთს იარაღს მიაწვდის.
„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კარგად არ აისახება ჩრდილოეთ კორეაზე და ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან საერთაშორისო საზოგადოებაში“, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
„ჩვენ [მომავალშიც] მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი. დროთა განმავლობაში, ჩვენ არ გვინახავს, რომ ისინი აქტიურად აწვდიდნენ რუსეთს უკრაინაში ომისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას ან სხვა სამხედრო შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
კომენტარები