აშშ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ სატანკო ჭურვებს მიაწვდის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
პენტაგონის განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: საჰაერო თავდაცვის დამატებით აღჭურვილობას, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, მათ შორის გაღარიბებული ურანის შემცველ სატანკო ჭურვებსა (Abrams-ის ტანკებისთვის) და სხვა აღჭურვილობას.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 175 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომენტარები