ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ბინა გადაეცემა. ამის შესახებ ცნობილი სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორის, ლევან შონიასგან გახდა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მთლიანდ ფარავს დაკრძალვის ხარჯებს. „მთავრობა დაღუპულის ოჯახისთვის ბინის გადაცემას აპირებს, გაიღებს დანარჩენ ხარჯებსაც, რომელიც ოჯახს სჭირდება“, – განაცხადა ლევან შონიამ. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილის დარჩა. ოჯახი ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
კომენტარები