ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 14 წლის გოგო ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი გოგონას სახელი სექსუალური ძალადობის საქმეში ფიგურირებს. არასრულწლოვანმა 2 წლის წინ ჩვენება ბაბუის წინააღმდეგ მისცა. შსს-მ კაცი დააკავა და ის სასჯელს იხდის.
ამ დროისთვის, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები