”ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე ოქროს ბირჟის დაზარალებული მოვაჭრეები დილიდან იკრიბებიან. მათი განცხადებით, შენობაში შეშვება დღის განმავლობაში მოხდება, რათა ”ოქროს სამყაროს” ტერიტორიაზე არსებული საკუთარი ძვირფასეულობა გამოიტანონ.
მოვაჭრეები დამწვარ სავაჭრო ცენტრთან ნიჩბებით მივიდნენ, რათა მისი დახმარებით ნანგრევებიდან ძვირფასეულობა ამოარჩიონ.
”ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე მობილიზებულია დაცვის პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური.
კომენტარები