2 კვირაში 4 გოლი და დუბლი 14-თვიანი პაუზის შემდეგ! “კვარა დაბრუნდა” – ასე აღნიშნავენ “ნაპოლის” გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს “ვერონას” წინააღმდეგ! თავად ხვიჩამ კი „ვერონას“ კარში გატანილი გოლი ნიცა თავაძეს მიუძღვნა, ვისზეც ზუსტად ერთი კვირის წინ ჯვარი დაიწერა.
ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილი გასაიდუმლოებული იყო. ჯვრისწერა სამთავროს დედათა მონასტერში გაიმართა, წვეულება კი მთაწმინდაზე, რომელსაც მხოლოდ უახლოესი ნათესავები და ბავშვობის რამდენიმე მეგობარი დაესწრო. სტუმრებს ეკრძალებოდათ ფოტოების გამოქვეყნება, თუმცა ჯვრისწერაზე და საქორწილო წვეულებაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა.
კომენტარები