ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში უზბეკ მუხრიდინ ტილოლოვს, დამატებით დროში, ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
კომენტარები