დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მანქანას ესროლეს.
როგორც ტატუაშვილი „ტვ პირველთან“ აცხადებს, მისი ავტომობილის მისამართით გასროლა 5-ჯერ განხორციელდა. ის მომხდარს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. როგორც მან განაცხადა, მომხდარი ფაქტი ვიდეორეგისტრატორზეა გადაღებული.
მისივე თქმით, ამ წუთებში ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
კომენტარები