რამდენიმე საათის წინ, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ცეცხლი რუსებმა სოფელ კირბალისმახლობლად ადგილობრივი მცხოვრებლების უკანონო დაკავების დროს გახსნეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოკლული და გატაცებული პირები ეკლესიის მოსალოცად იყვნენ ასულები, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.
მოკლულია თამაზ გინტური, კიდევ ერთი ადგილობრივი კი ადგილიდან გაიტაცეს.
ლევან დოთიაშვილი, რომელიც ასევე სოფელ კირბალიდანაა, ე.წ. რუს მესაზღვრეებს უკვე გადაყვანილი ჰყავთ იზოლატორში, მის გამოსახსნელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ თბილისმა საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარე.
კომენტარები