თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც კირბალში მდებარე ტაძართან თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ტერიტორია ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა, სახლისკენ მიმავალმა კი სამი გასროლის ხმა გაიგო.
„მე წამოვედი და შემდეგ რა მოხდა, იცის მან, ვინც დაჭერილია. გასროლის ხმა სოფელში რომ ჩამოვედი, მერე გავიგონე. ავტრიალდი უკან და სავსე იყო იქაურობა პოლიციელებით. რამდენიმე ხნის შემდეგ მანქანა [თამაზ გინტურის] ჩამოაგორეს, სასწრაფო ავიდა და წამოიყვანეს ის ბიჭი“, – ამბობს პაპიტაშვილი.
კომენტარები