პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა.
„რუსეთისათვის სანქციების დაწესებას დასავლეთი არ ითხოვს. მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველო არ იყოს მონაწილე სანქციების გვერდის ავლაში და რუსეთის მხარდაჭერაში“, – აღნიშნა გოცირიძემ.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს საგარეო კურსს უწუნებს და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კალიურანდი ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრას ასახელებს, ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირისგან მსგავსი მოწოდება არასდროს ყოფილა.
კომენტარები