85 წლის ასაკში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ ოჯახის ახლობლები.
ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანი. 990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.
1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.
მამის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მისმა ქალიშვილმაც.
კომენტარები