ირაკლი ხელაძემ თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დაასახელა. ამ თემაზე დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძემ „ქრონიკაში ისაუბრა. ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი საკრებულომ დღეს განიხილა.
„პრიორიტეტები არის უცვლელი. რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება არის შენარჩუნებული. დავიწყებ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის მცხოვრებლებისთვის. აქ საერთო ჯამში გვაქვს 10-მილიონიანი ზრდა.
ჩვენ ვინარჩუნებთ ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებს, როგორებიცაა საპენსიო ასაკის მქონე, სოციალურად დაუცველი პირების 500-ლარიანი ვაუჩერული სისტემით მედიკამენტების პროგრამა, ასევე 18 წლამდე სოციალურად დაუცველი მოზარდების ყოველთვიურ სოციალურ დახმარება“, – განაცხადა ხელაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ ოპოზიცია ბიუჯეტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.