ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ლიბანიდან 50-მდე რაკეტა ისროლეს. მსხვერპლთა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. სარაკეტო შეტევის სამიზნე ისრაელის ზემო გალილეის რეგიონი გახდა. ლიბანიდან რაკეტების სროლის საპასუხოდ, ისრაელის არმიამ ლიბანის სასაზღვრო ქალაქების, შიჰინისა და ჯიბაინის მიმდებარე ტერიტორიები დაბომბა.
კომენტარები