ძალიან ვწუხვარ, რომ ნიკა მელიამ არ გამოიყენა ბოლო შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„თუ ადამიანი არ აწერს ერთობის მანიფესტს ხელს, ანუ არ უერთდება მათ სულისკვეთებას. მათ შორის აკლამაციით, ანუ დღეს აქ ყოფნით. ის თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ნიკა მელია. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
23 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა.
კომენტარები