უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, რუსმა სამხედროებმა მუდმივი მუქარისა და შეურაცხყოფისთვის, მათივე მეთაური მოკლეს.
მათივე ცნობით, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ კუპიანსკის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული სამხედროები წარუმატებელი შეტევითი მოქმედებების გამო, ადამიანური ძალის მუდმივ დანაკარგს უჩივიან.
„შეინიშნება ახალწვეულთა უკიდურესად დაბალი „ხარისხი“ – ძირითადად მოხუცები არიან, რომლებსაც აქვთ ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან, აზარტულ თამაშებთან და ა.შ. დაკავშირებული პრობლემები.
რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ხელმძღვანელობა მათ საზარბაზნე ხორცად იყენებს და დანაკარგებსაც არ ითვლის.
ასევე, არის ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ყოფილ პატიმრებისგან შედგება, მოკლეს მათი მეთაური. მუდმივი მუქარისა და ბულინგის გამო“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.